ჩემთვის მართლა გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ე.წ. კასრების ვიდეოკადრებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, უკრაინულ მედიაში ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გასაღები ხელში თავად ნიკა გვარამიას უჭირავს, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
თსუ-ს აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით გამოსულ სტუდენტებს დიალოგის წინადადებით მიმართავს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღის თემა - წამების ამსახველი ვიდეო" - უკრაინული სააგენტო „კიევნიუსი" ამ სათაურით აქვეყნებს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობის ამსახველ სკანდალურ ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, სამეგრელოში გადაიღეს.
ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2″ -ის თანამშრომლებს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე "რუსთავი 2"-დან გაქცევაა, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამწუხაროდ, ვითარება ისე მიდის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ლადო პაპავა სტუდენტების ერთი ნაწილის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. იგი მასთან დაპირისპირებულ სტუდენტებს დიალოგისაკენ მოუწოდებს, რასაც სტუდენტები მიუღებლად თვლიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, საღამოს 10 საათზე შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი იმ კანდიდატურებს შორის არ იქნება, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ასარჩევად საპროკურორო საბჭოს უნდა წარუდგინოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.