"თავისუფალი დემოკრატები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დასაცავად მასობრივი გამოსვლების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებს ემიჯნებიან. "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც მოქალაქეებს კანონის ფარგლებში მოქმედების თხოვნით მიმართავენ.
ამერიკული გამოცემა The Washington Post -ი "რუსთავი2" -ის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე წერს. "ტელეკომპანიის გარშემო შექმნილი აურზაურის ფონზე საქართველოს პრეზიდენტი ყველა ძალას სიმშვიდისკენ მოუწოდებს" - ამ სათაურით გამოქვეყნდა გამოცემაში სტატია
ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს კი გადაწყდა, რომ 2017 წელს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარმოადგენს.
ნატო-ს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კუთხით აშშ-ის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გააკეთა.
ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, - ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები შეიცავდა მოწოდებას სიმშვიდისკენ, დიალოგისკენ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას ფიქრობს ის ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი განცხადებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ორაკლი ღარიბაშვილს იგი ბოლოს 24 აგვისტოს შეხვდა და მას შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.