დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა. ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილი წამების კადრების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 11 პირი, რომელთაგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ერთი ბრალდებული კი სასამართლომ გაამართლა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებულi კვლევის შედეგებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
უკრაინულ ვებგვერდზე დღეს გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც სავარაუდოდ, სამეგრელოში, დაბმულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის გაუპატიურებაა ასახული, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი Facebook-ით ეხმაურება. ხიდაშელი წერს, რომ "რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო, ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც სავარაუდოდ, სამეგრელოში, წამების ფაქტებია ასახული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დასაცავად მასშტაბურ და გრძელვადიან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. პარლამენტის წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, აქციების ფარგლებში სამთავრობო შენობების პიკეტირებაც იგეგმება.
საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი იდეალური ხიდი, რაც ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიული როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას, 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.