NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42 პროცენტმა აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია".
რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის მოსამართლემ, ფატუ ბენსუდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბენსუდამ ამით პასუხი გასცა შეკითხვას, იკვეთება თუ არა საქმეში მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ კოკოითის, ვლადიმერ პუტინის თუ დიმიტრი მედვედევის ბრალეულობა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს და ამის საფრთხეს უკრაინასა და სხვაგან მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისაგან ელის. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისთვის გამოსავალი რჩება სნაიპერი, ტერორისტული აქტი და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია.
"ტაბულას" დირექტორი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. ხელწერილის საფუძველზე, ისინი დღეს, 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.
თუ წარმოიშვება ეჭვი იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს სიცოცხლე მოუსწრაფეს, ეს ეჭვი უნდა გაჩნდეს მის მიმართ, ვინც კიწმარიშვილს "რუსთავი 2" წაართვა, - ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ვანო კიღურაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
აზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინი" ავრცელებს. გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე ჯავიდ ყურბანოვი საქართველოს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრნენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric”–ს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს, მიმართონ ჰააგის სასამართლოს, მოითხოვონ დაიკითხნონ და მხარი დაუჭირონ პროკურორის შუამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუჩის ნარკოტესტირების წესის შეცვლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.