შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირები: 1991 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო 1957 წელს დაბადებული მიხეილ ჯ. გამოძალვაში დახმარების ბრალდებით თბილისში დააკავა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ არის მიუკერძოებელი, მაგრამ არის დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან. ამის შესახებ აშშ-ში მყოფმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხის განხილვაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მეჭიაურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ისე ეცემა, რომ მალე თვითონ გაქრება. ამასთან დაკავშირებით კი, NDI-ს კვლევებზე მეტად, მეჭიაურს მკითხავების სჯერა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.3838 ლარი გახდა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში მოწმენი გავხდით განსაკუთრებული აჟიოტაჟისა "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია, შპს "რსპ 40" 500 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ დაჯარიმების მიზეზი კომპანიის მიერ მშენებლობის დაგეგმილ ვადებში დაუსრულებლობაა.
გუშინ, ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა სეპარატისტმა ლ.თიბილოვმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვ.სურკოვთან შეხვედრისას გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან შეერთება "სამხრეთოსური ხალხის" საუკუნოვანი ოცნებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.