საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3999 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3916 ლარს შეადგენდა.

სრულად...

ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას ქრთამის აღებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 50 000 ლარი, რომელიც აიღო კერძო კომპანიისთვის, პროექტის ხელმძღვანელის მომსახურებისთვის იყო განსაზღვრული.

სრულად...

ახლანდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა იგივე ნეგატიურმა ტენდენციებმა, რამაც სააკაშვილის ადრეული პერიოდის მიღწევების ნიველირება მოახდინა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია უცხოურ გამოცემა politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

სრულად...

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება.

სრულად...

ნავთობის ფასის შემცირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა აზერბაიჯანის ეკონომიკას. ამ და სხვა ფაქტორების გამო ხდება კაპიტალის გადინება ქვეყნიდან და საკმაოდ სწრაფი ტემპით მცირდება ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის სახელით, 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლება მომავალი წლის  ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციულ ხარჯებს 57 მილიონით ზრდის, მაშინ როცა არ იგეგემება პენსიების მომატება.

სრულად...

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მერის გადადგომას ითხოვენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ  ნარმანია ვერ ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების უტყვი შემსრულებელი იყოს.

სრულად...

სახელმწიფო ერთ კილოგრამ მწიფე ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება 3 ლარად, ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენს კი 70 თეთრად ჩაიბარებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

სრულად...

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. BBC -ის ცნობით, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა.

სრულად...

ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი