აშშ-ს სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.

სრულად...

სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

სრულად...

აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია, რადგან მიაჩნია, რომ "ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ [აფხაზეთში] და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ".

სრულად...

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 44%-ით არის შემცირებული, თუმცა ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა.

სრულად...

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუარესებამ აიძულა ევროპის საბჭო, უკან გაეწვია თავისი წარმომადგენელი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხების საერთო სამუშაო ჯგუფიდან. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახური იუწყება.

სრულად...

ამ დრომდე ძლიერი წვიმაა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყერული პროცესები ვითარდება. წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები, მათ შორის ავტოსადგურის ტერიტორია დატბორა.

სრულად...

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს - 17:16.

სრულად...

ამ წუთებში ნატოს შტაბ-ბინაში, ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს.

სრულად...

"გადადგომას არ ვაპირებ,"- ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცოტა ხნის წინათ გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სრულად...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გლდანისა და სამგორის გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებს ასაჯაროვებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი