ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მე-3 ქვეითი ბრიგადის გეგმური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაიწყო. წვრთნებში 31-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული და მესამე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფი მონაწილეობდნენ. საჩვენებელ საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დაესწრნენ.
ქართველი მინისტრების მონაწილეობით, დღეს რაგბის თამაში გაიმართება. მინისტრები და ვეტერანი მორაგბეები მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მხარდასაჭერად გამართავენ.
CNN -ის ცნობით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურაბ ერისთავი Facebook-ის მეშვეობით სასიამოვნო ამბავს ავრცელებს. როგორც ერისთავი წერს, მან მუშთაიდის ბაღში საფულე დაკარგა, სადაც დდი ოდენობის თანხა ჰქონდა შენახული. რაც შემდეგ მოხდა, ყველას აღფრთოვანებაში მოიყვანს.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პერიოდში აშშ-ში აკრედიტებული დიპკორპუსი, ჩემი კოლეგები, ნიუ-იორკში არიან თავიანთი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელების გვერდით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტვას, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად ვიზიტის პირობებში საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორივე დელეგაციაში ერთდროულად ვერ იქნებოდა.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი2"-ზე გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული საელჩოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შედეგად შევარდნაძის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო კი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში", "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა და იმედი დაიტოვა, რომ პოლიტიკოსებს "ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა განცხადება გუშინ საღამოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.