სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. დედაქალაქის მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ჯგუფში არ შედის, თვეში 20 ლარის ოდენობით, ჩვეულებრივ მიიღებენ იმ სუბსიდირებას, რასაც თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე იღებდნენ.
თბილისის მერი დავით ნარმანია მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და შექმნილ აჟიოტაჟს "სრულიად უსაფუძვლოდ" მიიჩნევს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს რუსეთის სამხედრო კომისარიატში იბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას რუსული საიტები ავრცელებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში 8 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნატოს შტაბ-ბინაში საფრანგეთის, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს.
ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენნაირი საგარეო გამოწვევების მქონე არც ერთ ქვეყანას, საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის ასეთი მწირი ბიუჯეტი არ გააჩნია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
თბილისის მერიის განცხადებით, ცოტნე დადიანის გამზირის ("მალაკნების" ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.
ერთი კვირის წინათ, რუსეთის ჩაბმამ საომარ მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.
ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი იგორ მურადიანი თავის ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ თურქეთმა ეკონომიკისა და ძლიერი სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით დიდ წარმატებებს მიაღწია და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულების უფლება აქვს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი, ვლადიმერ გასპარიანი ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.