თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. მერიაში აცხადებენ, რომ გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიცია“ 8-იდან 12 ოქტომბრამდე გერმანიის დედაქალ ბერლინში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მოდელირების (MICC-ის) 10 წლის საიუბილეო კონფერენციაზე მიიწვიეს. “პოზიციის“ წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ კონფრენეციაში, რომლის სახელწოდებაა -,,სამართლიანობა დღეს, ხვალინდელი მშვიდობისთვის“.
თბილისში მომდევნო წელს მუნიციპალური ავტობუსების შეცვლასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის ნიუ-იორკში დარჩენის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით მიიღეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც უწყებაში 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებს შეეხება.
„რუსთავი -2“ საუბრობს იმაზე იმ ფორმით და იმ სახით, რაც მას აწყობს და სჭირდება პოლიტიკურად – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გუშინ გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ყაზტრანსგაზთან"დაკავშირებით მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.
"გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ის, რომ ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით", ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ვფიქრობ, საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სივრცეში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.