ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, - ამის შესახებ "ტელეიმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები არჩევნების ხელოვნურად ჩაშლას ცდილობენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" რჩება, თუმცა ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი თუ რა სტატუსით იმყოფება იგი იქ, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მოწვეული სტუმრების სიაში კახა კალაძის გვარი არ არის შეტანილი და შესაბამისად, მას დასწრების უფლება არ აქვს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და რეზის ვუჭერ მხარს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პატიმრობიდან გათავისუფლებულმა, გეგა გობეჯიშვილმა განუცხადა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგა გობეჯიშვილმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. გეგა გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის რევაზ შენგელიას ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და რამდენიმე წუთში დაიწყება რეგისტრაცია, რომელსაც არველაძის მხარდამჭერი დელეგატებიც გაივლიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.