ყველა ასაკის ადამიანისთვის ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მესამე მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლარის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 20 ლარის ნომინალის, 28.28 გრამიანი, მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონია.
რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა და განმარტა თუ რა იყო რამდენიმე დღის წინათ განხორციელებული ინტერვენციის მიზანი.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის, წმინდა მღვდელმთავრის, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე, ’’ჭყონდიდობა’’ აღინიშნება.
თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში მკვლელობა მოხდა. როგორც ნეტგაზეთს ადგილობრივმა მცხოვრებმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა, კორპუსის ეზოში მოკლულია ორი მამაკაცი.
საქართველოსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო თასის მატჩი, არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით, 54:9 დასრულდა. თამაშის დაწყებიდან მე-6 წუთზე ანგარიში 3:0 გახდა არგენტინელების სასარგებლოდ. არგენტინელების მე-5 ნომერმა თომას ლავანინმა მე-10 წუთზე ლელოს დადება მოახერხა და ანგარიში 8:0 გახდა.
საქართველოსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო თასის მატჩის პირველი ნახევარი, არგენტინელების გამარჯვებით ანგარიშით, 14:9 დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.