საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა აღუთქვა.
წარსულში სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 717 ადამიანამდე მიაღწია. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3882 ლარი გახდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.
თბილისში, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-20 კორპუსში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან მძარცველებმა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ნაღდი ფული გაიტაცეს.
“რუსეთში ყოველთვის იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკითხში, მაგრამ ამასთან ერთად, კავკასიაში რუსეთის გავლენის გავრცელების და საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების საკითხის გადაჭრის მიმართულებით რომელიმე მიდგომა ჯერ დამუშავებული არ არის”- წერს ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი იგორ მურადიანი.
თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ავლაბრის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ჩავიდეს რუსეთში და გამართოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა. მე კიდევ იმიტომ ვარ მასზე უკეთესი, რომ თქვენ ხმას გაღებინებთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახამადაც მოსამართლე ირაკლი ადეიშვილს სასამართლო უფლებამოსილება არ გაუგრძელდა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.