თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის "სახალხო-რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ "ქურთისტანის სახალხო პარტიის" მეომრების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ თურქული გაზეთი "რადიკალი" იუწყება.
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველო - არგენტინის თამაშის წინ ბრიტანული გამოცემა dailymail -ი წერილს აქვეყნებს და ქართული რაგბის განვითარებაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის როლზე ამახვილებს ყურადღებას. guardian.ge გთავაზობთ წერილის თარგმანს მცირედი შემოკლებით.
მინდა, მივუსამძიმრო ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს და მადლობა ვუთხრა ასეთი გმირის გაზრდისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულჯანიშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც დაღუპული ჯარისკაცის გადმოსასვენებლად ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სპეციალური რეისი შეასრულა, ცოტა ხნის წინათ დაეშვა.
სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 სექტემბერს აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ პარავაქარში სამი ადგილობრივი ქალი დაიღუპა, სოფელ ბერდავანში კი ორი მამაკაცი დაიჭრა. ასევე 90-იანი წლების საომარი მოქმედებების შემდეგ პირველად დაიბომბა ქალაქ ნოემბერიანი.
სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში" ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართა კონფერენცია თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა".
"ვთვლი, რომ მთავრობის მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში ზედმეტად ჭარბია," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
ავღანეთში პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ეკონომიკურს და ინსტიტუციურ კრიზისზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ უნდობლობაზე, ასევე ხელისუფლების "ნაციონალური მოძრაობისადმი" და პირუკუ, პოლიტიკურ რევანშზე გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.