ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია გერმანიაში, ლანთშთულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მოინახულეს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, ნუ შეუწყობენ ხელს გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძისა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონალური განვითარების და სოციალური დახმარების ცენტრის“ დირექტორი გ. გ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთთან საუბარს გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამისთვის დროის მომწიფებაა საჭირო. როგორც მარგველაშვილმა აშშ-ში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, ძლიერი და კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არაორდინარულ ვითარებაში გადაწყდა, თუმცა, მისთვის, როგორც კარიერული დიპლომატისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების რეალიზება შეძლოს.
ზურა ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო, - ამის შესახებ დავით საგანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
“რუსთავი 2" არა მხოლოდ უნდა გადარჩეს, არამედ აყვავდეს კიდეც”- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ "პოსტ სკტიპტუმთან" საუბრისას გააკეთა.
შსს-ს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ლევან ა. და 1999 წელს დაბადებული ირაკლი ე. რასობრივ დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.