ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით.
2016 წლის მოწვევის პარლამენტში თბილისს სავარაუდოდ - 19 მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისსა და ბათუმს სამ-სამი, ხოლო რუსთავს, ფოთს, მარნეულს, გორსა, ზუგდიდს, ორ-ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
ფორმალური დიქტატორი სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი, - ამ კონტრშეკითხვით უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციის“ ლიდერები, კიევში ახლახან განხორციელებულ პროექტში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, 13-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, მოლდოვაში არიან მიწვეული.
რომ შევხედოთ, სად ვიყავით და სადამდე მოვედით, მე ტაშს დავუკრავდი ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გივი თარგამაძის განცხადებით, პიროვნება, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ საქართველოდან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია გაიტანა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერაა დაკავებული.
ეკოლოგის და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „არტ სტუდიო პროექტი“, კომპანია, რომელსაც ძალიან მძიმე წარსული აქვს, შესაძლოა, ამ კონკურსის გამარჯვებული გახდეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე აღნიშნულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
ამერიკელი გენერლის ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სასტუმრო "რუმს ოტელში" მიმდინარე კონფერენციაზე განუცხადა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.