თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 36-ე წუთზე ლევან მჭედლიძის გადაწოდებით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა.
თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ახალი ზოოპარკის შესხებ დღეს, 3 სექტემბერს "კვირის" პრესკლუბში ზურაბ გურიძელიძემ, ზოოპარკის დირექტორმა ისაუბრა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და მას „ცრუ ბრალდება“ უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ოლიგარქების მხრიდან ზეწოლას განიცდის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ყვარელსა და ლაგოდეხში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
დიდი ბრიტანეთი მზადაა დამატებით ათასობით სირიელი ლტოლვილი მიიღოს. BBC -ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა.
„2016 წლის თებერვლიდან, ქართული თაფლი შეიძლება გავიდეს ევროპულ ბაზარზე ქართული სერთიფიკატით, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3805 ლარი გახდა.
ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მანდატი, არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზაზე სტუმრობისას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.