თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, საპროექტო კომპანიებმა და ექსპერტებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბები დაათვალიერეს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა. მან ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. ამის შესახებ BBC ჩრდ. კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა.
კახეთის რამდენიმე რაიონი სტიქიამ დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარლის რაიონში მოსავალი გაანადგურა. სეტყვასთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარიც იყო, რამაც სახლებს სახურავები გადახადა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა გამოაცხადა, რომ გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აპირებს.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლაში მიმდინარე პროექტების განხორცილებას გაეცვნენ.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გასტროლზე ქალაქ ბათუმში მიემგზავრება. დასი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით „ჭირვეულის მორჯულება“, რომელიც უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით არის დადგმული.
ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ავტომობილები შეეჯახნენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გრაკლიან გორას ეწვივნენ.
"გაეროს წესდებაში წერია, რომ ქვეყნიდან უნდა ჩავიდეს მხოლოდ ერთი დელეგაცია - ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრემიერი, ან კიდევ პრეზიდენტი. ესე იგი, მილიარდნახევრიანი ჩინეთი აგზავნის ერთ დელეგაციას, ხოლო 3-მილიონიანი გაღატაკებული საქართველო ორ დელეგაციას?
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქშია მიწვეული, სადაც 24 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო დემოკრატიული პროცესების ფარგლებში არაერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს იხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.