შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს. ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.
ოპოზიციის მოსაზრებებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ძველი, კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ", შსს მინისტრი ეხმაურება და მოქალაქეებს მიმართავს, რომ უწყებას ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ აცნობოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ. როგორც ბულგაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით "სითი პარკის" სამი თანამშრომელი - 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.
ვფლობ დამაჯერებელ ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოზიციის დამკვიდრება ვერ მოახერხა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, ოპოზიციური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა ზესტაფონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გახსნეს.
მიმდინარე აგვისტო ძალზედ დატვირთული აღმოჩნდა პოლიტიკური განცხადებების მხრივ, რომლებიც საქართველოს ნატო–სთან ურთიერთობების პერსპექტივას შეეხებოდა. ქვეყნის შიგნით თუ დასავლეთში, სხვადასხვა მოსაზრებები გაისმოდა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.