თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნების თარიღად 1 ნოემბერი გამოცხადდა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზის 1 165 მეტრიან მონაკვეთზე, ბეტონის საფარის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.
ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც გზა ჩაიკეტა.
აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მიმართულებითაც ხორციელდება. ამჟამად სოფ. ნორიოს საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობის, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქ. ხონში სპორტსკოლის მისასვლელთან გზის მოასფალტების სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ დაათვალიერა და მშენებლებსა და მიმდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს გაესაუბრა.
ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ქმედებას ეხმიანება, რომელმაც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის წამყვან სპეციალისტს, რვა თვის ორსულ ანა ახალაურს დეკრეტული შვებულების მიცემაზე უარი უთხრა.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, დავით ნარმანიამ თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დასასწრებად ევროპის 48 დედაქალაქის მერი მოიწვია, თუმცა ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში არცერთი მათგანი არ ჩამოვიდა.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აფხაზეთიდან დევნილებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. შეკრების მონაწილეები ვაშლიჯვარში მდებარე ყოფილი გეოფიზიკის ლაბორატორიის შენობიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.