როდესაც ნატო-მ უარი თქვა გაფართოებაზე 2008 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცახადების თანახმად, საქართველოში იზრდება რუსული ზეგავლენა, როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაში.
კაზინო "აჭარას" გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს "კაზინო აჭარას" მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით.
ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
რევაზ ბენიძე აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, შესაბამისად მას ამ კუთხესთან ბევრი მოგონება აკავშირებს. დღემდე ჰყავს იქ ნათესავები, მეგობრები, როგორც ქართველები, ასევე აფხაზები. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცაგერის მოსახლეობის უმრავლესობამ იგი გამგებლად აირჩია და უკვე წელიწადზე მეტია, რაც მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ივლისის თვის და იანვარ-ივლისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ბარაქ ობამას შორის უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რუსეთისგან კი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას ითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაშველების გამოძახება ძირითადად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.