რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას შეხვდეს. ლავროვი „შესაბამის სიგნალს“ ამერიკული მხარისაგან ელოდება.

სრულად...

დედაქალაქის საკრებულო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია 11 თვის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს.

სრულად...

საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

სრულად...

"მინდა, გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან, მაშინ, როდესაც ასეთი პირობები გვაქვს შექმნილი", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გააკეთა.

სრულად...

ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა - ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება; ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული , დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ - ქართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში განაცხადა.

სრულად...

„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება“

სრულად...

აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ „სოფლის პროგრამის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში  პრიორიტეტად საბავშვო ბაღის შენობის რეკონსტრუქცია დაასახელა. შესაბამისად, ობიექტის აღდგენითი სამუშაოები ივნისში დაიწყო.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, ბათუმში, 100 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსში 2 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

სრულად...

კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

წელს ბათუმში 20 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნის შემდეგ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი