გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პირველი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გამართა.
მისასლმებელია ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას წაადგება. საქართველოსთვის რუსული ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რუსეთის მთავრობის მიერ ე.წ. შავ სიაში საქართველოს არშეყვანის ფაქტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები და გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები წარადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, მალხაზ დიასამიძე დააკავეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება. ამასთან, შეხვედრები დაგეგმილია თეთრ სახლშიც.
გიორგი კარბელაშვილი სადეპუტატო მანდატის დასათმობად მზად არის. პარლამენტის წევრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს 9 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს იხდის.
მესაკუთრის უფლებების დაცვისა და საარჩევნო სიის კიდევ მეტად დახვეწის მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.