ვადასტურებ, რომ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვიქნები ერთ-ერთი კანდიდატი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ განუცხადა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 23 წლის წინათ აფხაზეთის ომის დაწყებას განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ ომის შემდგომ უფრო მეტი გაკეთდა ხალხებს შორის გაუცხოების გასაღრმავებლად, ვიდრე ერთიანობის აღსადგენად.
სახალხო დამცველმა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება შეისწავლა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ი - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა.
თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტროში ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებული თანამშრომლების აღდგენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ეხმაურება თეა წულუკიანი .იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონით, მსჯავრდებულისა და ბრალდებულის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით 2 გზა არსებობს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოსთქვა ბრალდების მხარემ.
ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.