გასული საუკუნის 90 იან წლებში, როცა ირღვეოდა სსრკ, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, პარალელურად რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან უნისონში, დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მდგარ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკა აწარმოეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორად თეა პერტაია დაინიშნა. იგი მანამდე სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო.
ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა. მინისტრი დღეს გოგა რაზმაძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.
ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
საქართველომ აფხაზეთის ომით მძიმე გამოცდილება მიიღო - დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი, - აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთში ომის დაწყების 23 წლისთავს ეხმაურება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს იანვარ-ივლისის ეკონომიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ მთლიანი ვაჭრობა 930 მილიონი დოლარითაა შემცირებული, ხოლო სავაჭრო ბრუნვა თითქმის მილიარდი დოლარითაა შემცირებული, რაც პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილების კლებასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე.
სახელმწიფო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა. მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის განცხადებებიდან და ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.