სოფელ მუხათწყაროში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის შედეგად არ არიან დაშავებულები და დაზარალებულები. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განაცხადა, ხანძრის შედეგად 12 ჰექტრამდე ფართობი არის დამწვარი.

სრულად...

კოლუმბიის უნივერისტეტის, ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ქულის განცხადებით, საქართველოს პრემიერის მიდგომას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე რეალისტურად აფასებს.

სრულად...

რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მაშინ როცა ის მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე კომპანიები საეჭვოდ იგებენ ტენდერებს, მან ამ მუნიციპალიტეტების  რიცხვში ონისა და მესტიის გვერდით, ახალქალაქიც მოიხსენია.

სრულად...

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მუხათწყაროში ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი 6-7 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

სრულად...

კასპის რაიონის სოფელ ოკამთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას აგრძელებენ.

სრულად...

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან სახნავ-სათეს ფართობზე თივას ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი იწვის. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.

სრულად...

13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სტიქიის შედეგად დაზარებულებთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს და დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს.

სრულად...

„თუკი სამართლებრივად შესაძლებელი იყო ამ ადამიანების დაბრუნება სამსახურში, ასეც უნდა მომხდარიყო“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე აღდგენის საკითხს.

სრულად...

არანაირი ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს გაცვლით კურსზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი