საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტი.

სრულად...

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას გმობს, ოპოზიციას კი შეახსენებს, რომ ამ საკითხზე მთავრობა რეაგირებას ახდენს, ხოლო მისი თქმით,  თუ "ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს, უკეთესი იქნება". 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან დიალოგის რეჟიმი შენარჩუნდეს, რადგან, მისი თქმით,  "გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები".

სრულად...

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებაზე კომენტარს აკეთებს.

სრულად...

რუსული საჯარისო დანაყოფების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს დღეს ექნება შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

სრულად...

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი - სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება. ამით კერესელიძე ვიცე პრემიერ კახა კალაძის მიერ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი, რომელიც რუსეთთან საქართველოს აქვს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.

სრულად...

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში”, თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის “13 ივნისის” გახსნისას განაცხადა.

სრულად...

ევროკავშირის ლიდერებმა 17-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

სრულად...

ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის კომენტირებისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი