"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიიდან რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და დასასვენებლად ნაიაგარას ჩანჩქერზე გაემგზავრა. ეს კი, ნადირაშვილის თქმით, ძალიან ღრმა სახელისუფლებო კრიზისზე მიუთითებს.
რომან გოცირიძის განცხადებები არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და უპასუხისმგებლო, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებას ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით.
"როგორც ირკვევა, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამართალწარმოების დასრულებამდე კომენტარებისა და განცხადებების გაკეთება მიზანშეუწონელია.
დედაქალაქის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხი - 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს უფასო ჯანდაცვა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სერვისების სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google-ის რუკაზე თბილისის მონაცემების გადატანა დაასრულა. საჯარო რეესტრის ცნობით, ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ.
2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა – "ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ", – და რასაც 2012 წლის ოქტომბერში მოძალადე სააკაშვილის ნაცრეჟიმის შეცვლა მოყვა, "ბევრმა პოლიტიკურმა თუ არაპოლიტიკურმა წყალმა ჩაიარა!"
პარტია "ქართული ოცნების" დელეგაცია, პარტიის გენერალური მდივნის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე განმარტებებს ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.