პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ანჯი დუდამ ხმების 34.76% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი - 33.77%.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს სოჭში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3429 ლარად იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, თემურ ხომერიკმა თანამდებობა დატოვა. ხომერიკმა შესაბამისი განცხადებით დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას დღეს მიმართა.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის - ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს და უნიათოდ ფლანგავს წლების მანძილზე დაგროვებულ საერთაშორისო რეზერვებს.
სოფლის მეურნეობის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობა განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჰან ჩანგფუს შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან გამართა.
ეკონომისტისა და ანალიტიკოსის დემურ გიორხელიძის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ორი წელია კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას ატარებს და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე აისახა.
რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა.
გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.