შარშან ნოემბერში და წელს თებერვალში, ოკუპანტმა რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ ხელისუფლებებთან „ახალი ხელშეკრულება გააფორმა, - „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის “შესახებ”, სადაც მასში შემავალი პარაგრაფები ატარებენ მცოცავი ანექსიის აშკარა ნიშნებს!

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ დღეს განუცხადა.

სრულად...

ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამართალდამცავებს მიმართავს, რომ ე.წ. კაბელების საქმის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ.

სრულად...

ორ "რესპუბლიკელ" დეპუტატს თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის პოსტი პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა, პარლამენტმა მათ უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

სრულად...

პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები და მალაიზიისა და ინდონეზიის დიპლომატების მეუღლეები  დაიღუპნენ, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.

სრულად...

ე.წ კაბელების საქმე არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ქუთაისში განაცხადა.

სრულად...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და მოქალაქეთა ინტერესებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში 11-12 მაისს სამუშაო ვიზიტს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანსს.

სრულად...

ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან კავშირებს აღრმავებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ენდრიუ რეტმანის სტატიას გამოცემა Euobserver-ი, რომელშიც საუბარია რიგის მომავალ სამიტზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი