შალვა ნათელაშვილის განცხადებით ივანიშვილის გუნდში ყველაზე ავბედითი ფიგურა ნოდარ ჯავახიშვილია. მისი თქმით ჯავახიშვილი ნასამართლევია და ის მხედრიონელების ბანკირი იყო.
დედაქალაქის მერიაში მაღალი პრემიების გამოწერა დღემდე გრძელდება და ამ მიზნით, ათეულობით ათასი ლარია გაცემული – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული დასავლური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყის კრიზისიდან გამოყვანას.
ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს 19 კილომეტრის სიღრმეში იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კუბაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროსთან შეხვედრები გამართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.
ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. Lifenews.ru-ს ინფორმაციით, შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.