"ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში ტყდებიან. საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის. საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება. ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება,“ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებთან ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

სრულად...

„ბორჯღალოსნებმა“ ჩემპიონის ტიტული და ანთიმოზის თასი მეცხრედ შეინარჩუნეს. რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ქართველმა  ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ ბუქარესტში ანგარიშით 15-6 დაამარცხეს.

სრულად...

"თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ. სამართალდამცავების მიმართ პატივისცემა მომიტინგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მოწოდებით დააფიქსირეს, რომელმაც პოლიციელთა გაძლიერებული მობილიზაცია ხელისუფლების მათდამი შიშს დაუკავშირა.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, ის რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აქციებზე ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში აღარ განმეორდება.

სრულად...

პროკურატურის  მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია  „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.როგორც პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები ხანდახან აბრაზებენ, ყველანი მაინც ძალიან უყვარს.

სრულად...

ის, რომ მე და გიორგი – ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ვართ დღეს თქვენთან, არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიულოცა.

სრულად...

მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ქვემო ქართლის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის გვარები აერია და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ისინი ირაკლი მარგველაშვილად და გიორგი ღარიბაშვილად წარუდგინა, რასაც პრეზიდენტის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.

სრულად...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე აპირებენ შეკრებას, წარსულს, ბოროტებას და ქვეყნის განუვითარებლობას მისტირიან. ამის შესახებ ღარიბაშვილმა, მარნეულში განაცხადა, სადაც ის აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად იმყოფება.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. თავისუფლების მოედანზე თითქმის დამონტაჟებულია სცენა, ასევე  მონტაჟდება მონიტორები, 3 საათისთვის უკვე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები  საქართველოს რეგიონებიდან  მოქალაქეების ჩამოსვლას ელოდებიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი