ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 18 მარტისათვის 1 აშშ დოლარი 2.1939 ლარი, 1 ევრო კი 2.3293 ეღირება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს 0.0157პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0352 პუნქტით გაუფასურდა.
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით ქალაქ ყარსში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. დღესვე გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
სასამართლომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. როგორც სახალხო დამცველის ოფისი იუწყება,ირაკლი კაკულიამ არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რისთვისაც სასამართლომ იგი 800 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებებს ნატო-სთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაჩენილი ანტიდასავლური ტენდენცია შემაშფოთებელია.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაზე ექსცესებს არ ელოდება. მისი განცხადებით, აქციამ მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს, რადგან უწყება სათანადოდო ემზადება იმისათვის, რათა დემონსტრაცია ცივილიზებულად ჩატარდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს "რაჭას", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანისა" და შპს "პინოს" მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი, რადგან ის საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პირველი ქართველი და პირველი ვიცე-პრემიერია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერად დაასახელა. იგი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდა 34 ლიდერს შორის ერთადერთი ქართველია და ამ ტიტულით, შემდგომი საქმიანობების მიუხედავად, 7 წელი ისარგებლებს.
ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ყველანი თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქვეყნის დამსახურების მიხედვით.
შსს 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას აპირებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები კანონდარღვევის ყველა ფაქტზე რეაგირებას ოპერატიულად მოახდენენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.