დღეს დილით, სამუშაო კაბინეტში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად რამდენიმე სოფლის რწმუნებული.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან ე.წ რუსული სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლებმა სამი ადამიანი გაიტაცეს. სამივე გატაცებული ქალბატონია და ადგილობრივი მკვიდრია.
2014 წლის 24 აპრილს "ქორთიარდ მარიოტში" ვაშინგტონის მაღალი რანგის დელეგაციისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერების მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა "საქართველოში პოლიტიკური გარემოს საკითხებზე". შეხვედრას აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია და აშშ ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდნენ.
საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა. მისი განცხადებით, ეს თემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს გასცდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის განცხადებით, ევროკავშირის სურვილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები ძალიან მალე გამარტივდეს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ და პარტიის სხვა წევრებმა დღეს ცესკოს მხარდამჭერთა სიები წარუდგინეს. როგორც გიგლა ბარამიძემ განაცხადა, მათ რამდენიმე ათასით იმაზე მეტი ხელმოწერა წარადგინეს, ვიდრე ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. თუმცა, როგორც ის აცხადებს, ეს არ არის მთავარი:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.
მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნა. ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრაღაში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 25 აპრილს კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა - "აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის" - ქვეყნის პირველი პირი სიტყვით წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.