რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სპორტზე უნდა იზრუნოს და მას მეტი ყურადღება დაუთმოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე - "საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოდის. აღნიშნულ საკითხზე "ლეიბორისტები" დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირების დაკავებებთან დაკავშირებით გამოცხადებულ მორატორიუმს დადებითად აფასებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო ლანჩს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას შემცვლელი უკვე წარადგინა.
თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა ახალი დირექტორი ეკა გახარია, თუმცა გაკვეთილების დაწყების წინ მცირე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე მოსწავლე საკლასო ოთახში არ შევიდა. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ყოფილი დირექტორის განთავისუფლება.
დავით ნარმანია დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმს აცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.