საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის სახელით პროცესის დეესკალაციისა და დიალოგის გამართვისთვის მზადყოფნა გამოხატა და დასძინა, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, თუმცა დააკონკრეტა, რომ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და „არა დიალოგი დიალოგისთვის“.
პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ 2021 წელს 30 %-ით იზრდება დაფინანსება მაგისტრალური პროექტების მიმართულებით.
ირაკლი არის გაჯერებული კაცი, ანტიეგო აქვს თავისი და კარგად უწყის მის მიერ ნაფიქრი - „ახლა ჩვენ ამას გავაკეთებთ“, ეს [ანტიეგო] ეუბნება - „არა, ამ მომენტში ამის გაკეთება არ შეიძლება“ და ჰიპერეგოსგან ეს დაიცავს...
მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) წარუდგინა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ „წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის – კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა“, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.
ნიკა მელიას განცხადებით, გუშინდელი დღის შემდეგ, ყველა ავტომანქანას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ტერიტორიას ტოვებს, საბარგულს უმოწმებენ, თუმცა, იგი შენობიდან გასვლას საბარგულში მოთავსებით არ აპირებს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე გააკეთა კომენტარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოვლინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.