დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ აღინიშნა. „დიდველზე“ სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ხობის მონასტერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ნატოს მეორე შენაერთის კომოდორს, ბაუდევაინ ბუთსის და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგნელობაში შემავალი ხომალდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ამჯერად ქალაქ ყვარლის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება კამპანიას - „თეთრი ბარათი", რომელიც სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 6 აპრილს აღინიშნება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს.
დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი" ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს.
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები ურიგდებათ. სოფელ ქუტირში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ ვარლამ ქიშმარაიას ოჯახს სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამშენებლო მასალა მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ მიუტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.