საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0033 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მენტორს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი იყო პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ჩეხურმა არაკომერციული ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) პროექტის - „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ადგილობრივ მეფუტკრეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
იხილეთ მიშისტი მეუფის გარდასახვა მოთაფლულ ბიძინისტად, ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას „რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუს.
4 აპრილს, 14:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიებას გამართავს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
მარტვილში, მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო.
,,ჩვენ თქვენთან ვართ’’ ამ სლოგანით გაერთიანებულ ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის'' აღსაზრდელებსა და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეს დღე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.