მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი მზად იყო ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ბარისახო-ჭალისოფლის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფების შექმნის მთავრი მიზანი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას, ახალგაზრდების აზრის მაქსიმალური გათვალისწინებაა.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები გრძელდება. პროექტის განხილვა მესტიაში გაიმართა.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
„აბსოლუტურად სწორს ამბობს ექსპრეზიდენტი“, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების -„პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემს მიმართ სიმპათია“ - შესახებ.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 27 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის მოსწავლებსა და პედაგოგებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო 40 მისამართზე მიმდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ათი ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.