„პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება", ასე ეხმაურება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახეძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი განიხილა.
ძალიან გული მწყდება, რომ ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე თავისი პოზიციები გაიმაგროს, აცხადებს საპრალემენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავოსიბის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.
„ვიმსჯელებთ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია მეოთხე ტალღის რეფორმასთან, წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სესიის ბოლომდე შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების უკვე მიღებას პარლამენტის მიერ”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ შეხვედრაზე საუბრისას, რომელზეც დღეს, მართლმსაჯუულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვაზე იმსჯელებენ.
„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ ამოვიდეს. არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის", აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას მიმართ გააკეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.