დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგმა გახსნეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება".
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ქალაქ აბაშაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული თამაშები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჩემპიონი სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
აკაკი ზოიძე თავს აძლევს უფლებას და უტიფრად გვიცხადებს, რომ თურმე ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს და ამიტომ ვერაფერი მოუხერხეს თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას", ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სხვა ოპოზიციური ძალა არ გამოჩნდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
დიდ დიღომში ძლიერი ხანძრის შედეგად ტექნო-ლუქსის საწყობის 1 800 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. კვირას, ღამით გაჩენილი ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი ძალიან ძლიერმა ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და „ბორჯღალოსნებს“ პირველი 3 ქულა მოუტანა.
რაგბიში ევროპა 2019 წლის სეზონის ბოლო თამაშის პირველი ნახევარი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.