მიხეილ სააკაშვილი „უკრაინსკაია პრავდას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან მიდის.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა.
სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ჩემი ციხის წერილიდან ციტატა მეგონა, რომ მოვისმინე, ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება".
საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ - საბჭოს შემადგენლობა, აცხადებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი გვენეტაძესთან დაკავშირებით.
ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველა ჩვენგანის გულშია აღბეჭდილი ტრაგედია, როდესაც აფსუა მკვლელებმა გაგრის სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს. ასეთი საშინელება მსოფლიო სპორტის ისტორიას არ ახსოვს და დღეს ვიგებთ, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტი იწყებს თანამშრომლობას აფსუებთან და სოხუმის დაცემის იუბილეზე დაგეგმილია ამხანაგურ მატჩები“, განაცხადა ახლახან გამრთულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.
„ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კიდევ უფრო ამტკიცებს ამ ე.წ. კლანის პოზიციებს სასამართლოში, ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების კრიტერიუმებს ეხება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით მათიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ბერაია და „ევროპული საქართველო" წევრი ოთარ კახიძე დაუპირისპირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.