ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს საბანკო და საგადასახადო თაღლითობისთვის 47-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ბეთანიაში მიმდინარე წელს გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. საგზაო პროექტებზე 1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც მოქალაქე დავით ჩიქოვანის დასმულ შეკითხვას უპასუხა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩები, რომელთა მოასფალტება, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ.
ამტვერებადი მასალის დამუშავების რეგულირების მიზნით თბილისის მერიას პარლამენტში უკვე გადაგზავნილი აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანი ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, აგლაძის ქუჩაზე საშენი მასალების ღია სივრცეში დამუშავების აკრძალვასთან დაკავშირებით, მოქალაქე ეკა მაისურაძის კითხვას უპასუხა.
ვილნიუსში, დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა, სადაც მოქალაქის შეკითხვას გამოეხმაურა.
დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი.
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ მერის მოადგილეებმა - გიორგი მახათაძემ და მიხეილ მეშველიანმა დედის დღე, გაზაფხულის დადგომა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ლეჩხუმში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს მარიკა ბენდელიანს, რომელიც ოთხი ვაჟის დედაა, აქედან სამი მათგანი ტყუპია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკთხვა დასრულდა. გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა. გამოკთხვიდან გამოსულმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით, თუ პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებს არ წარადგენს, კონკრეტულ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნები ძალიან ძნელი დასანახია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.