„ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა, რომ კონკრეტულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა, აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში, საპატიო ყარაულის თანხლებით, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
„ივანიშვილს სჭირდება ახლა ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკურად ქურდული ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ვინც რაღაცებს დაულაგებს უკეთ, ვიდრე შეიძლება აქამდე ულაგებდა კობახიძე“, მიიჩნევს პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი.
თიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ბანკი, ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან.
„მინდა გითხრათ დაუჯერებელი ამბავი, მაგრამ სამწუხარო რეალობა. ოლიგარქმა ივანიშვილმა არ იკმარა ის, რომ გადაჭამა მთელი საქართველო და დღეს უკვე დაიწყო საართველოს დამშლელებისა და მტრების მოწვევა უცხოეთიდან და მათთვის მილიონიანი ბიზნესების გადაცემა“, განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინია სერუირატუმ.
თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აფასებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ი.ბ.
მე გპირდებით, რომ ჩვენ ძალიან მალე ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების სფეროში მთავრობის ახალი ინიციატივის წარდგენისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.