პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, „ახალი სახეები, ძლიერი პოლიტიკოსები“ სჭირდება და აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღება, ხოლო პარტიის რიგებიდან ადამიანების წასვლა „გუნდის განახლების და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“.
„ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის 13 დეპუტატი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება მას და საბოლოოდ იმდენი, რომ პარლამენტმა მიიღოს სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში იქნება გამართული სასამართლო სისტემა, იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება და დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები“, განაცხადა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ.
საქართველოს საპატრიარქოდან უზენაეს სასამართლოში წერილი გაიგზავნა. საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ეკლესია ე.წ. ციანიდის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. დღეიდან 19 სამხედრო მოსამსახურე ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებს.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0068 პუნქტით გაუფასურდა.
ვაზიანის მე-4 სასროლეთზე მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის („ბრავო“ ასეული) ათეულისა და ოცეულის საბრძოლო სროლები გაიმართა. სწავლება ათეულისა და ოცეულის ზომის ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებას, სინქრონიზებული მოქმედებების დახვეწასა და ქვედანაყოფის შეფასებას ისახავდა მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.