სოფრომაძე პოლტიკოსებს უმწვავესად აკრიტიკებს და ემუქრება: „როცა თქვენ ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით - ვერ ჩაასხმათ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.
„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ ვიცი, რა თქვა? - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეკითხვას, რომელიც „ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხებოდა.
გლდანში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა. „რუსთავი 2"-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელებმა მძევლის აყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი“ და გამოთქვა იმედი, რომ მისი პარტიაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა „პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“.
როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის „ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია“ და გარკვეული პოლტიკიური ძალები ცდილობენ უპასუხიმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში დააბრუნონ ეს საკითხი, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ინფორმაცია და აქვთ მცდელობა რომ ანაკლიის პორტიც მიაბან ამ საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
წყალტუბოში რიგით 23-ე საბავშვო ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ახალაძემ გახსნეს.
ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში ქართველ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და რიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მაკა ჭელიძე ესტუმრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.