„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ვისოლის“ დამფუძნებელ ძმებ ფხაკაძეებს, „კოკა-კოლას“ დამფუძნებელ თემურ ჭყონიას ეკითხება, რატომ არ იღებენ ხმას ბანკირ მამუკა ხაზარაძის დასაცავად.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საკანონმდებლო ორგანოში ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა იქნება პრეზიდენტის რანგში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისში და საქრთველოს რეგიონებში „ძველბიჭური გარჩევები“ ხდება, „ოთახებში არიან შეკეტილები და იქ მიდის გარჩევა, ვალების გადმოწერა ხდება ძველი ბიჭების მიერ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან და იმათ ნაცვლად ადგებიან ამ თუ იმ სხვა ადამიანებს, რომ ვალი ამოიღონ - ანუ ვალის ამოღების არაფორმალური სამსახურებია, ძველბიჭური სამსახურებია“ და ამ ფონზე - კითხულობს იგი - „რა არის გამოსავალი? ღარიბაშვილია გამოსავალი?“
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი. კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.
„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს ეზიარა მესიანიზმის საყრდენ პოსტულატს და დარწმუნდა, რომ არა მხოლოდ დამოუკიდებელი ადამიანები, არამედ მორჩილი ადამიანებიც კი სახიფათონი არიან, თუ ისინი მის მიერ არ არიან შექმნილები!“
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ხობის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის დელეგაცია საქართველოდან სტუმრობს ბრიუსელს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი და ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ეს აღმავალი დინამიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება.
„ქართული ოცნების“ ახლადდანიშნულმა პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.