„მინდა აღფრთოვანება გამოვხატო მამუკა ხაზარაძის პოზიციასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიაში მამუკა ხაზარაძე არის პირველი ბიზნესმენი, რომელმაც გაბედა და ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მან საკუთარი ღირსების, პრინციპების დასაცავად გაბედა და თქვა საშიში სიმართლე“, ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას და გიორგი გახარიასადმი გახმოვანებულ ბრალდებას.

სრულად...

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მას შემდეგ რაც ორშაბათს მან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა 14:00 საათზე ჩაინიშნა.

სრულად...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დასამზადებელი სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების 2 პროტოტიპი ავსტრიაშია და სამონტაჟო სამუშაოების ეტაპს გადის, რომელთაგან ერთი წარმოადგენს სრულიად ავტომატიზირებულ ბაზას, ხოლო მეორე მექანიკურს.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობის დაკავება „საინტერესო და მნიშვნელოვან“ ამბად არ მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და იგი „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს.

სრულად...

თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ბიძინა ივნიშვილის თავმჯდომარეობით, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინაში ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვისას 70% აიღო პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე და ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრი გახდეს.

სრულად...

წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა“ გორის „გორთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა. თამაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი