გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს დაუჭირეს მხარი.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილის ასლი გამოკითხვაზე მიიტანა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

სრულად...

ჩუღურეთის რაიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ბუხაიძის N36-ში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. 

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რუსთაველის ქუჩასა და ამავე ქუჩის I ჩიხში საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

სრულად...

„ღარიბაშვილს რომ დაუძახებ დასახმარებლად, ე.ი. როგორ დღეში შეიძლება იყოს ივანიშვილი პერსონალურად“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის შემდეგ.

სრულად...

არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

სრულად...

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში მეორედ მოსვლას მისი თანაგუნდელები აფასებენ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებაზე მოთხოვნა იყო.

სრულად...

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“ გააცნეს.

სრულად...

მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა და აღნიშნა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს, თუმცა დაადასტურა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მისთვის გამოგზავნილი მუქარის წერილი თან აქვს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი