თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან „ჭორაობით" იმუნიტეტის მოპოვება სცადა.
გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. მან ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიც" დატოვა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, ის და მირიან წიკლაური „პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდნენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პარლამენტში დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ყველაფერი, რასაც მე ვლაპარაკობდი ბოლო წლები ივანიშვილზე და თიბისი ბანკის ურთიერთობაზე და ქართველი ხალხის ხარჯზე ივანიშვილის გამდიდრებაზე, დღეს ხაზარაძემ საკუთარი პირით დაადასტურა“.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა, რომლსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დაიწყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გამყარდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის საფარი ცემენტ-ბეტონით მოეწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44 546 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და საგანგებო განცხადებაში განმარტავს, რომ მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს „საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია“.
„ევროპული საქართველო" მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებელს წერილით დაემუქრა, შს მინისტრს ახსნა-განმარტებებისთვის პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა, მათივე მოთხოვნაა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" ასევე ითხოვს, რომ დაუყოფნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ფაქტზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს წერილით დაემუქრა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწვეტილება მოსამართლე ლელა ნოზაძემ დღეს მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.